logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: დღეს არათუ სჯიან პატიმრებს, ბადრაგები მათ ხმამაღლაც არ ელაპარაკებიან!
- +

18 ივლისი. 2017. 12:47


„დღეს არათუ სჯიან პატიმრებს, ბადრაგები მათ ხმამაღლაც არ ელაპარაკებიან", - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ალექსანდრე ახალკაცმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა.

 

„საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მაქვს პატიმრებთან და ზუსტად ვიცი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორუფციული სქემა არ არსებობს! კახა კახიშვილი ძალიან სუფთა, წესიერი და ავტორიტეტული ადამიანია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა განშტოებებმა კარგად იციან, რომ იგი პრემიერობის რეალური კანდიდატია და სწორედ ამიტომ ებრძვიან გაერთიანებული ძალებით. პირადად მე, ეჭვიც არ მეპარება, რომ კახა კახიშვილი ისეთივე პრინციპული იქნება პრემიერის პოსტზე, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილი იყო და გააკეთებს იმას, რაც საზოგადოებას სურს!", - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner