„ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ, დამოუკიდებლობიდან ახლა მივდივართ თავისუფლებისკენ. დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.