მეუფე დიმიტრის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„აინტერესებდათ ჩემგან რა ურთიერთობა მქონდა.
მე მქონდა მასთან უერთიერთობა, როგორც მღვდელმთავარს", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
კითხვაზე, სჯერა თუ არა დეკანოზის მიერ დანაშაულის ჩადენის ორგანიზების, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა აღბიშნა, რომ მას შეფასების უფლება არ აქვს.
„მე მივეცი ჩვენება, რომ მას ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა და ა.შ. ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.