logo_geo
eng_logo
პროკურორი: მეუფე დიმიტრიმ დაადასტურა, რომ…
- +

18 ივლისი. 2017. 16:55


ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრიმ დაკითხვისას განაცხადა, რომ გადამოწმების შედეგად არ აღმოჩნდა სიმართლე, საპატრიარქოში ქონებრივ მაქინაციებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებები.


პროკურორის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპატრიარქოში ქონებრივ მაქინაციებთან დაკავშირებით ბრალდებულის განცხადებები, კონკრეტული სასულიერო პირებისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.


დაცვის მხარე აპელირებდა, თითქოს მამა გიორგი ებრძოდა სხვადასხა ქონებრივ მაქინაციებს საპატრიარქოში. რეალურად კი, აღმოჩნდა, რომ მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილი თუ განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. დაკითხულმა  მაღალი იერარქიის ყველა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადებები არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არანაირ ქონებრივ მაქინაციებს საპატრიარქოში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხდებოდა კონკრეტული სასულიერო პირების და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, მათ შორის მეუფე დიმიტრიმ დაადასტურა, რომ თავად გადაამოწმა, როგორც პატრიარქთან, ასევე სხვადასხვა სასულიერო პირთან აღნიშნული ინფორმაცია და დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური სტატიები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ბრალდებული ესაუბრა გარკვეულ დარღვევებზე, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ გადამოწმების შედეგად არ აღმოჩნდა სიმართლე", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.


პროკურორის თქმით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტისთვის ასევე უცნობი იყო ის, რომ ციანიდის ან გველის შხამის მოძიება ბრალდებულს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.


მეუფე დიმიტრიმ ასევე განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს მისთვის, როგორც სულიერი მოძღვრისთვის არცერთ ეტაპზე არ მიუწოდებია ინფორმაცია, თითქოსდა შორენა თეთრუაშვილი ან ციანიდით იყო დაინტერესებული ან გველის შხამით", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner