თურქეთის ქალაქ სტამბოლში წყალდიდობის შედეგად, მეტრო და ქუჩები დაიტბორა. Twitter-ზე შემთხვევის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება. კადრებში ჩანს, თუ როგორ მიედინება წყალი ლიანდაგებზე.
ამინდის გაუარესების გამო, „ათათურქის აეროპორტმა" რამდენიმე რეისის განხორციელება გადადო. დატბორილია რამდენიმე ცენტრალური ქუჩა.