logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა პროკურატურას: ნუ მაფიქრებინებთ, რომ კილაძეს მფარველობთ
- +

18 ივლისი. 2017. 17:27



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საქართველოს მთავარ პროკურატურას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:


„მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ბატონი ირაკლი შოთაძის მიმართ, ასევე ჩემი პატივისცემის მიუხედავად თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის მიმართ, მე პრეტენზიები მაქვს პროკურატურასთან, თუ თათია დოლიძის შეურაცხყოფას კვალიფიკაცია გუშინვე მიანიჭეთ და საქმის ძიება დაიწყეთ, გუშინ საღამოს მიიღო პოლიციამ ჩემი განცხადებაც, მუქარა, შანტაჟზე ელისო კილაძის მხრიდან და ამ წუთამდე პროკურატურის რეაგირება არ არის!

 

ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენ მფარველობთ ელისო კილაძეს. ეს აზრი დიდი ხანია მუსირებს საზოგადოებაში, ძალიან მწარე იქნება ჩემი პროტესტი ყველას ვპირდები! არავისთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებ! კანონი ყველასთვის ერთია და საკუთარი თავის დაცვაც კარგად ვიცი და სხვების გვერდით დგომაც!"- წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner