logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბიძინა აცოფებს მეგის, აგიჟებს, ჭკუიდან გადაჰყავს, დასაბმელია!
- +

18 ივლისი. 2017. 20:36



„ჰოოო... მეგი გაგიჟებულა, ხან პროზაულად ურიკინებს, ხან პოეტურად. რომელი მეგი და მიშა სააკაშვილზე რომ ლოცულობს 24 საათი. ლოცულობს რა, უბრალოდ გიჟმიშაობს, შლეგიანობს, მიშას გარეშე ხურვება აქ შეყრილი!" - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ მეგი გოცირიძეზე.

 

„ბიძინა აცოფებს მეგის, აგიჟებს, ჭკუიდან გადაჰყავს... აგერ, ბიოცისტრნიდან ინფორმაცია გამოუშვეს, ივანიშვილს ინსულტმა დაარტყაო და მეგის ეგრევე გაუცისკროვნდა ცხოვრება... უმალ გაუჩნდა იმედი, მიშა „ჰამოა" საქართველოშიო. ეხლა ეუბნებიან, ტყუილი აღმოჩნდა მაი ამბავი, საერთოდ, ბიოცისტერნიდან რაც გამოდის, არ უნდა დაიჯეროვო, მაგრამ მაინც თავისაზე დგას - გინდათ თუ არა, ბიძინას ინსულტმა დაარტყა, მე ეგრე მინდა და იმიტომო. დედამთილს შეუპარებია: შვილო, მეგი, შენ კი გინდა, ჩვენც კი გვინდა, მაგრამ ტყუილი ყოფილაო. ჰაიმეეეეე... რამდენიც მეგიმ დედამთილს ურტყა, იმდენი არ მოხვედრია მთელი ქვეყნის დედამთილობას - რას ჰქვია, ტყუილია, ელოი როდის იტყუებაო?! გინდა ელოიმ მოიტყუოს, გვარამია ხო 100-პროცენტიანიაო?!

 

მეგის დედამთილს უთქვამს მეზობლებსა და შინაურობაში, თუ არ გავთოკეთ, ვერაა საქმე კარგად, შეიძლება ღამე დედა-ბუდიანად გადაგვბუგოსო. მეგის აუჩემებია, დედები უნდა ჩავიდეთ საჩხერეში და გადავამოწმოთ, ბიძინა მართლა ცოცხალია თუ არაო. რათა დედები, უშვილოებიც რო წამოვიდეთ, რა პრობლემააო? - უკითხავთ გარემოცვაში. არაო, დედები რომ ჩავალთ, თუ ცოცხალია, გული აუჩუყდება და გამოვა თავისი ბუნაგიდანო. თუ არ გამოვიდა, ესე იგი, მკვდარიაო. აკი გერმანიაში გადააფრინესო? - ისევ დაუსვეს შეკითხვა გვერდით მჯდომებმა. ჰო, მაგრამ ბიძინა იძახის, საჩხერეში ვარო!

 

ჰო, კიდევ ისა... მეგის უთქვამს, კალამი მამაწოდეთ, კახი კალაძეზე ლექსი უნდა დავწერო, თუ პოეზიური ორთქლი არ გამოვუშვი, გავსკდებიო. მიაწოდეს. დაწერა:

 

„სამტრედიაში იბადებოდნენ

და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე,

ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

გაზპრომის „ტრუბა" და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს კალაძე, არა,

ის შეიძლება ბრძოლაში „მოკვდეს"

თბილისი სტკივა და ტკივილისგან -

კენჭის გავლისგან ნეტავ არ მოკვდეს ,

რადგან ქოცობა ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ,

ხიხო საკანში უნდა ჩავაგდოთ,

ნიცშეს კრიტიკას იქაც ჩანაგრძობს".

 

 

თავი დავანებოთ, რომელი პოეტის მოტივებზეა შექმნილი ეს შედევრი. როგორც ქარტული პოეზიის უბადლო მცოდნე, კობა ხაბაზი იძახის: აქ პირველ რიგში აღსანიშნავია, თუ როგორი ქარიშხალი მოდის მეგის გულ-ღვიძლიდან და ჯიგრიდან - უბერავს, ურიკინებს, მოჰქრის, მოაქვს განწყობა, სილაღე, ბრძოლის ჟინი, ქვეყნის გადარჩენის დაუოკებელი სურვილი... სულ რომ არაფერი გინდოდეს, ყველაფერს მოგანდომებს!

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ ვეთანხმები კობა ხაბაზს, მე ვერ ვხედავ ვერავითარ პოეზიურ ღირებულებას მეგი გოცირიძის შემოქმედებაში. მეტიც, მე ვეთანხმები მის დედამთილს, ის დასაბმელია!" - წერს ზედელაშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner