logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: დღევანდელი დღე დიდი ტკივილის და დიდი სიხარულის დღეა
- +

9 აპრილი. 2016. 13:44



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძეის განცხადებით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის ისტორიის წინაშე ხელისუფლებას აკისრია.



დღევანდელი დღე დიდი ტკივილის და დიდი სიხარულის დღეა. 9 აპრილი ისტორიული თარიღია, რომელზედაც თაობები იზრდებიან. ის, რომ დღეს საქართველო ევროპულ ოჯახში ღირსეულად ბრუნდება, რომ მსოფლიოს თანამეგობრობა პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას და აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას, სწორედ აქ დაღვრილი სისხლის შედეგია. მათ მსოფლიოს აჩვენეს შეუპოვარი გმირობის მაგალითი. ამიტომ არის რუსთაველი და ეს ადგილი წმიდათაწმიდა თითოეული ქართველისთვის.

ქვეყნის ისტორიის წინაშე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, რადგან ის იღებს გადაწყვეტილებებს აწმყოზე და მომავალზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დროის ხელისუფლების ხედვა მომავლისკენ ისე, რომ არ დაავიწყდეს საკუთარი ქვეყნის წარსული. 4-წლიანი მმართველობის პერიოდში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა ეროვნული თვითმყოფადობა და წარსულზე დაფუძნებული ახალი ევროპული სახელმწიფოს შექმნა. 9 აპრილიც, როგორც ქართველი ხალხის ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება, ასეთი სახელმწიფოს შექმნის საძირკველია. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს დღე უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსებს უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner