თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას, მამაკაცი დაიღუპა. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ადგილიდან იტყობინება, „06" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. საჭესთან მჯდომი 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინააღმდეგობის მიუხედავად, საჭეს მაინც მიუჯდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.