საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებებს ახორციელებს.
სამუშაოები მოიცავს: გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებას, ასევე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას.
ამჟამად, ქუთაისი-სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთის განათების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. გარე განათების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
განათების სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ჯავა" აწარმოებს.