logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: ევროკავშირს თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი
- +

19 ივლისი. 2017. 13:16



თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმ ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას გამოეხმაურა.


ილდირიმის განცხადებით, არავის შეუძლია მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთოს თურქეთის სუვერენულ უფლებებზე.


ვინც ემუქრება თურქეთს ევროკავშირის წევრობის კარის დახურვით, უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირს თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.


მისი თქმით, პასუხისმგებელმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარი განცხადებებისგან, რათა ზიანი არ მიაყენონ დიალოგს.


17 ივლისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წერტილს დაუსვამს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner