ციხისძირის მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული პარკის გაშენება დაიწყო. პარკში დაირგვება 20 ლილეოდენდრონი (ტიტის ხე), 10 სექვოია, 10 მეტასექვოია, 3 მარადმწვანე მუხა, 10 ჭაობის კვიპაროსის იშვიათი ჯიში, ჰიმალაის და ატლასის კედრები, ფოტინიები... საერთო ჯამში დაირგვება 150-ზე მეტი იშვიათი ჯიშის ხე.
„ატუ"-ს პროექტში ჩართულია ლანდშაფტის დიზაინერი ლიკა ქურციკიძე და საინჟინრო კომპანია „ზიმო".
ციხისძირის მოსახლეობისთვის ასევე კეთილმოეწყობა და განათდება სოფლის გზა (განათების სისტემა უკვე დამონტაჟებულია), მოხდება წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში, უკვე მიმდინარე წელს ციხისძირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ტურისტულ სეზონში.