logo_geo
eng_logo
სკანდალი თბილისის „დინამოს“ გარშემო, რომან ფიფიას თაღლითობაში ადანაშაულებენ!
- +

19 ივლისი. 2017. 16:04


 




საქართველოს პარლამენტს,

თბილისის საკრებულოს,

თბილისის მერიას,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს,

ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ „დინამოს" და თბილისის მერიას შორის  მიმდინარეობს   სამართლებრივი დავა მშენებლობასთან დაკავშირებით მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი ევგენი მიქელაძის 9ა (საკ. კოდი 01.13.03.023.089.). ეს ტერიტორია წარმოადგენს დიღმის  ყოფილი ბაზრის  ტერიტორიას (მას თბილისელები „პტიჩი ბაზრის" სახელითაც იცნობდნენ). სასამართლომ დროებით შეაჩერა მშენებლობა, რის გამოც   შპს „გოკი და კომპანია",   შპს „ბაუსტარი მმ" და 100-მდე ფიზიკური პირი განიცდის უზამაზარ ზარალს.


ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა არის იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობამ დაგვაკისრა ტერიტორიის შეძენის დროს. მშენებლობის დაწყებამდე, ჩვენ მეზობელ  თბილისის „დინამოს" ხელმძღვანელობას - პირადად ბატონ რომან ფიფიას („დინამოს" ამჟამინდელ მეპატრონეს) ამ კლუბის საპატივცემულოდ,  რამდენჯერმე შევუთვალეთ, რომ თუ გააჩნდა რაიმე ინტერესი გამოეხატა  და დაგვეწყო მოლაპარაკება. მან  გამოხატა სურვილი, შეეძინა 1652 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გამოგვიგზავნა შესაბამისი ნახაზი. (შემდეგ ეს მიწა მიიტაცა, შემოღობა და მიითვისა). ჩვენს მცედლობას, როგორმე გადაგვეჭრა ეს პრობლემა, არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ჩავრთეთ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ჩვენი ყველა სურვილი, შევხვედროდით ფიფიას საქმის გადასაწყვეტად, ფიფიამ ყურადღება არ მიაქცია.


დღემდე არ მიგვიმართავს  არც „დინამოს" ხელმძღვანელობისთვის და არც  მერიის ზედამხედველობის სამხახურისთვის, ფეხბურთისა და „დინამოს"  პატივისცემის გამო, რომლის სახელსაც არის ამოფარებული ბატონი ფიფია იმ მოთხოვნით, რომ უკან დაებრუნებინა არაკანონიერად მიტაცებული 1652 კვ.მ. ჩვენი ტერიტორიის ნაწილი.


მიუხედავათ ამისა, ახლა, როდესაც აშენებულია საცხოვრებელი კორპუსის რვა სართული და გაყიდულია  1 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებლების ბინები, ფიფია ყველანაირი გზებით ცდილობს, ჩვენი მშენებლობის შეჩერებას  და ამას  ასაბუთებს - თითქოს აღნიშნული პროექტი ხელს უშლის „დინამოს" ბაზის ფუნქციონირებას. საკითხავია, სად იყო ფიფია მშენებლობის დაწყებამდე? რატომ აკეთებდა იგნორირებას ჩვენს ყველა მიმართვაზე? მას სურს, ჩვენი ორგანიზაციები წარმოაჩინოს ქართული  ფეხბურთის დამანგრევლებად, სინამდვილეში კი ახორციელებს „გამოღმა შედავების" პოლიტიკას.


ჩვენმა კომპანიამ მშნებლობის დაწყებამდე შეასრულა  მთავრობის მიერ დაკისრებული სხვადასხვა ვალდებულებები: ლტოლვილებს გადავეცით რვა გარემონტებული ბინა, რომლის ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. სააქციო საზოგადოების  აქციონერ-მეპაიეებს გადავუხადეთ 1,2 მილიონი აშშ დოლარი; ეკონომიკის სამინისტროს გადავუხადეთ  3 000 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში). ტერიტორიის გასუფთავების  და მშენებლობისთვის მომზადების ღირებულებამ შეადგინა  250 000 დოლარი.  სულ ამ მიწის ღირებულებამ შეადგინა 5 000 0000 დოლარი. დღეისთვის დასაქმებულია 60 ადამიანი რომელთა საშუალო ხელფასი 1500 ლარია. მომავალში დასაქმდება გაცილებით მეტი. სახელმწიფოს წინაშე დარჩენილი გვაქვს ბოლო ვალდებულება - 2019 წლამდე განვახორციელოთ 7 000 000 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელსაც ამჟამად წარმატებით ვახორციელებთ გერმანელ ინვესტორებთან ერთად. დღეისთვის  განხორციელებულია 2 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია.


მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ პრობლემის  მოგვარებაში.  მივმართავთ ასევე რომან ფიფიას, მოგველაპარაკოს  და კანონიერი გზით მოვაგვაროთ ზემოთ აღნიშნული პრობლემები.  თანახმა ვართ, საფეხბურთო კლუბ „დინამოს", დიდი პატივისცემის გამო, მას დარჩეს ფიფიას მიერ  მიტაცებული 1652 კვ.მ. ჩვენი მიწის ნაკვეთი შემდეგი პირობებით: ან გააკეთოს მონაცვლეობა მიტაცებული მიწისა, ან გამოსყიდვა, ან იჯარით აღება. ასევე მზად ვართ, განვიხილოთ თქვენი ალტერნატიული საქმიანი წინადადება  შექმნილი ვითარების გადაჭრის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენისთვის  მივმართავთ ყველა სამართლებრივ  საშუალებას და დავიბრუნებთ  მიტაცებულ ტერიტორიას.


წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის.



პატივისცემით, შპს „გოკი და კომპანიის" დირექტორი მამუკა შარაშენიძე


შპს „ბაუსტარ მმ"-ის დირექტორი ნატო ბერიკაშვილი



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner