ახალგაზრდა მამაკაცი კაფეში თავის ასაკოვან მამასთან ერთად შევიდა, რომელიც, როგორც ეტყობოდა, სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდა. შვილმა სკამი გამოსწია, მამა დასვა და შეუკვეთა. ჭამის პროცესში, მამას ხელი უკანკალებდა, რის გამოც ვერ ახერხებდა საჭმლის „ესთეტიურად" ჭამას, რამდენიმეჯერ წვენი გადაესხა და საჭმლის ნარჩენებიც სამოსზე დაეყარა. კაფეში მყოფთა უმეტესობა აღშფოთებით უყურებდა ამ სიტუაციას, ერთ-ერთმა ქალბატონმა სკამის ადგილმდებარეობაც კი შეცვალა, რათა არ ეცქირა მოხუცის არასასიამოვნო სადილობისთვის. ყველას არასასიამოვნო გამომეტყველება დაჰკრავდა, ერთადერთი, ამ მამაკაცის ვაჟი იჯდა მშვიდად და ებაასებოდა მამას, ისე ,რომ გარშემომყოფებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა (მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ხედავდა). სადილის დასრულების შემდგომ, ვაჟმა მამა საპირფარეშოში გაიყვანა, ხელ-პირი და დალაქვებული მაისური გაუწმინდა, ანგარიში მოითხოვა და გასასვლელისკენ, ნელი ნაბიჯით გაუყვა მამასთან ერთად. კაფეში სრული სიჩუმე იყო, როცა ერთი მამაკაცი წამოდგა და ვაჟს მიმართა:
-მეგობარო, თქვენ აქ რაღაც დაგრჩათ...
ვაჟმა მოიხედა და სრულიად დარწმუნებით უპასუხა:
-არა, ყველაფერი თან მაქვს.
-თქვენ აქ დაგრჩათ გაკვეთილი თითოეული შვილისთვის და იმედი - მამებისთვის. დიდი მადლობა თქვენი საქციელისთვის.
იზრუნო მათზე, ვინც მთელი ცხოვრება ჩვენზე ზრუნავენ, ჩვენი, როგორც შვილების უდიდესი ვალია!
ყველას ხელი მოგემართოთ ამ ვალის პირნათლად მოხდაში.