logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება სამართლებრივად, უკრაინის კონსტიტუციაა
- +

19 ივლისი. 2017. 16:59




„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება სამართლებრივად, უკრაინის კონსტიტუციაა, მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება", - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც უარი გვაქვს მიღებული, ეს მოთხოვნები გაგზავნილია, ჩვენ ვთანაშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში. დღესდღეობით სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება საქართველოში სამართლებრივად არის კონსტიტუცია, მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამ საკითხზე მიმართული გვაქვს უკრაინისთვის. მოთხოვნა გაგზავნილია. სამართლებრივი რეაგირება რაც უნდა მოგვეხდინა მოვახდინეთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner