logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან პასუხი ჯერ არ მიუღია აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე
- +

19 ივლისი. 2017. 17:01


 

„ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან ჯერ არ მიუღია პასუხი აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე", - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვახორციელებთ საპროკურორო ზედამხედველობას და გამოძიება ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას რაც ჩასატარებელია. ამ ეტაპზე ჩვენ გაგზავნილი გვაქვს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები აზერბაიჯანში და ველოდებით ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ ამ შუამდგომლობის შესრულებას. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავკითხოთ საქმეზე მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner