„ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან ჯერ არ მიუღია პასუხი აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე", - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვახორციელებთ საპროკურორო ზედამხედველობას და გამოძიება ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას რაც ჩასატარებელია. ამ ეტაპზე ჩვენ გაგზავნილი გვაქვს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები აზერბაიჯანში და ველოდებით ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ ამ შუამდგომლობის შესრულებას. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავკითხოთ საქმეზე მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.