„ყველაზე უპატიებელი დანაშაულია და ყველაზე მძიმე სასჯელით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამაში იყო და არის ჩართული", - აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფარული კადრების გადაღებასა და გავრცელებაში მონაწილე ადამიანების მისამართით ავრცელებს. გრიგოლია ამის შესახებ საკუთარ facebook-გვერდზე წერს და აქვე აცხადებს, რომ აღნიშნული პირების მიმართ კორექტული ვერასდროს იქნება.
„მაპატიეთ, მაგრამ ვინც ფარულად გვიღებდა და გვითვალთვალებდა, ვინც ამონტაჟებდა და ვინც ავრცელებს ფარულად გადაღებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ყველა ერთი ნაგავია ჩემს თვალში და ვერავის მიმართ ვერ ვიქნები კორექტული... ყველაზე უპატიებელი დანაშაულია და ყველაზე მძიმე სასჯელით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამაში იყო და არის ჩართული", - წერს გრიგოლია.