logo_geo
eng_logo
კვერენჩხილაძე - მარგველაშვილის და „ნაციონალების“ ერთობლივი პროექტი?
- +

9 აპრილი. 2016. 14:23



ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

 

„გულწრფელად გეუბნებით, რომ ნამდვილად, სხვა მიზეზი არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ჩემი ნება და სურვილი იყო ამგვარი და ეს გადაწყვეტილება მივიღე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ უკვე საკმაოდ დიდი ხანია და უფრო აქტიურად დავუბრუნდი უნივერსიტეტში აკადემიურ, პედაგოგიურ საქმიანობას. მომავალში ვნახოთ, რა იქნება",-  აღნიშნული განცხადება კვერენჩხილაძემ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გააკეთა.


კვერენჩხილაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ კვერენჩილაძე თანამდებობიდან თსუ-ს რექტორობის გამო გადადგა, თუმცა ეს მოსაზრება თავად მან და ჯერჯერობით მოქმედმა რექტორმა ლადო პაპავამ ერთობლივად უარყვეს. ამის მიუხედავად, მოსაზრება იმის შესახებ, რომ კვერენჩილაძე სწორედ უნივერსიტეტის რექტორობას უმიზნებს, მაინც არსებობს, თუმცა...


For.ge-ს ინფორმაციით, კვერენჩილაძე თანამდებობიდან კონკრეტული მიზეზით წავიდა. მას პირველკაცობა სურს, მაგრამ არა თსუ-ში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, გიორგი პაპუაშვილს ვადა გაუვიდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს. იმის გამო, რომ პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" დანიშნული და ამ გუნდის წევრი იყო, აღნიშნული სასამართლო პარტიულ კანტორად იყო ქცეული და ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება მათ არანაირად არ სურთ. ის, რომ პრეზიდენტს თბილი ურთიერთობა მმართველი გუნდის ნაცვლად, ყოფილი ხელისუფლების წევრებთან აქვს, ცხადია და შესაბამისად, ურიგო არ იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში თავისი კაცი ეყოლება. უფრო კონკრეტულად კი, ერთობლივად ეყოლებათ. ეს საკითხი დღის წესრიგში ოფიციალურად არ დამდგარა, მაგრამ კულუარებში კვერენჩილაძის კანდიდატურას აქტიურად ამზადებენ და ხმამაღლა მალე გამოაცხადებენ.


„კვერენჩილაძემ კი თქვა, უნივერსიტეტში ვბრუნდებიო, მაგრამ რეალურად, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტის დაკავებას შეეცდება. მას მხარს პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა" დაუჭერს და ბოლომდე შეეცდება სწორედ კვერენჩილაძის კანდიდატურა გაიყვანოს",- განუცხადა for.ge-ს საკუთარმა წყარომ.

 

„ფაქტი ის არის, რომ დათა თუთაშხიასი და გრაფი სეგედის არ იყოს, კვერენჩილაძე რა საოცრად წავიდა და ისე ჩანს, უფრო საოცრად დაბრუნებისთვის ემზადება", - წერს გამოცემა. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner