19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნას არ ეთანხმებოდა.
სხდომაზე პროკურორმა საქმის გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებულმა მსხვერპლს რვა ჭრილობა მიაყენა. განცხადება გააკეთა თავად რობერტ ახალაიამაც.
დაცვის მხარე რობერტ ახალაის მიმართ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 13 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.