logo_geo
eng_logo
საქართველოში ყველაზე მეტად მარიხუანას და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარენ
- +

19 ივლისი. 2017. 22:04


 

პროკურატურამ გაანალიზა ნარკოტიკული დანაშაულებები, რომლებზეც სისხლისსამართლებრივი დევნა 2014-2016 წლებში დაიწყო და დაადგინა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად მარიხუანას და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარენ. ამის შესახებ, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშშია ნათქვამი.


2017 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურამ გაანალიზა ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომლებზეც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა 2014-2016 წლებში. აღნიშნულმა ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია მარიხუანას და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნასა და გასაღებას, ყველაზე გავრცელებულია მარიხუანას, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ბუპრენორფინის (სუბუტექსის) და ჰეროინის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. მარიხუანა და მისგან მიღებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ადვილად ხელმისაწვდომია საქართველოში", - აღნიშნულია მთავარი პროკურორის ანგარიშში.


260-ე მუხლით, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს 43 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2219 პირის მიმართ.


ნარკოტიკულ დანაშაულებზე, თითქმის ყველა წელს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს განსაკუთრებით შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260- (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) და 273- მუხლებს (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება), რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლების მიხედვით, როგორც წესი, მეორე და მესამე ადგილს იკავებენ. მაგალითად, 2016 წელს სსკ-ის 260- მუხლით 43 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2219 პირის მიმართ, რაც დევნადაწყებული პირების 11.5%-ია, ხოლო სსკ-ის 273- მუხლით - 2175 პირის მიმართ, რაც დევნადაწყებული პირების 11.3%-ია", - ნათქვამია ანგარიშში.


დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ წარუდგინა ანგარიში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner