logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟისათვის გამოყენება სააკაშვილის დაგეგმილი იყო!
- +

9 აპრილი. 2016. 14:25



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მომზადება და მათი შანტაჟისათვის გამოყენება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო განხორციელებული.


„სააკაშვილის განცხადებას არ გავცნობივარ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მათზეც ვრცელდება, მაგრამ ჩემი პირადი აზრია 99%-ზე მეტი ალბათობით, ყოველივე რაც ხდებოდა, ფარული ჩანაწერების მომზადება და მათი შანტაჟისათვის გამოყენება, ეს იყო მის მიერ დაგეგმილიც და განხორციელებულიც. მე სულაც არ მგონია, რომ ვაჟა ლელუაშვილი იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ამას გეგმავდა და აწარმოებდა", - განაცხადა მეჭიაურმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner