logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის პირველ ექვს თვეში 8277 პირის მიმართ დაიწყო
- +

19 ივლისი. 2017. 22:15


 

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 085 პირის, ხოლო 2017 წლის პირველ ექვს თვეში - 8277 პირის (სრულწლოვნები და არასრულწლოვნები) მიმართ.


ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის ექვს თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი შემცირებულია 176 ერთეულით და 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.


დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ წარუდგინა ანგარიში.


მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, აღნიშნულ პერიოდში დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სრულყოფის მიზნით; დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები; ჩატარდა არაერთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიება და დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა; პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner