logo_geo
eng_logo
დევიდ კემერონი: ევროკავშირი დასრულებულია! დროა NATO-ზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკურ კავშირზე ვიფიქროთ!
- +

19 თებერვალი. 2016. 23:17


„ევროკავშირი დასრულებულია"- განაცხადა ბოლო შეხვედრიდან გამოსულმა დევიდ კემერონმა.


წუხანდელი დილის ექვსის ნახევრამდე გაგრძელებული მოლაპარაკებები შეთანხმების მცირე იმედსღა ტოვებს, თუმცა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ტუსკმა განაცხადა, თუ საჭირო გახდება მოლაპარაკებები კვირამდე გაგრძლედება. ვერც ინგლისურ საუზმეზე დილამდელმა მოლაპარაკებებმა გამოიღო შედეგი. 28 წევრი ქვეყნის 4 პუნტქზე შეთანხმება ამ დრომდე შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ კემერონს ძალიან გაუჭირდება ბრიტანელების დარწმუნება, ივნისში მოსალოდნელ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას დაუჭირონ მხარი. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი არც ევროზონაშია, არც შენგენში და ყველაზე მეტად არის დაცული ევროკავშირის ნეგატიური ზეგავლენისგან, ბრიტანელების უდიდესი ნაწილი ინგლისში აღმოსავლეთ ევროპელთა მიგრირებას ეწინააღმდეგება.


მიმდინარე ევროპულმა სამიტმა ევროკავშირის ისტორიული კრიზისის მრავალი ასპექტი გამოაჩინა: ვიშეგრადის ქვეყნების ერთიანი და განსხვავებული პოზიცია, გერმანიის მარტო დარჩენილი შენგენის გადარჩენის გეგმა, ბრიტანეთის შანტაჟისტური მიდგომები, ავსტრიის წინააღმდეგობრივი პოზიციები, საბერძნეთის დაუცველი საზღვრები და თურქეთის ერთადერთ იმედად წარმოჩინება, როგორც ჩანს საბოლოო დაღს დაასვავს ევროკავშირის მომავალს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner