logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს: არ ვიცი, დაგხვდები თუ არა არჩევნების შემდეგ, მაგრამ შენ ნამდვილად იქნები ამ დარბაზში
- +

9 აპრილი. 2016. 14:27



საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაკეთებული ახალი დარბაზის დათვალიერების დროს განუცხადა, რომ არ იცის, დახვდება თუ არა არჩევნების შემდეგ იმ დარბაზში.



მე არ ვიცი, დაგხვდები თუ არა მომდევნო არჩევნების შემდეგ, მაგრამ შენ ნამდვილად იქნები ამ დარბაზში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალში პარლამენტის თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მომავალ პარლამენტში თავად აღარც იყოს.



იმედი მაქვს, თქვენი შემდეგი სიტყვით გამოსვლა ამ დარბაზში მოგიწევთ. მე დაგხვდებით თუ არა, არ ვიცი, ამას ოქტომბერი გადაწყვეტს, მაგრამ იმედია, ისეთი პარლამენტი მოვა, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდება და თქვენი გამოსვლა ამ დარბაზში შედგება", - მიმართა უსუფაშვილმა მარგველაშვილს.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner