პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბევრჯერ მითქვამს, რასაც „რუსთავი 2" და კონკრეტულად, ვანო ჯავახიშვილი აკეთებს, ეს არაა არც იუმორი და არც ჟურნალისტიკა. მთელი 1 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გვებრძოდნენ, ვითომ კომედიური ჟანრის ქვეშ. სინამდვილეში, სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებდნენ. „იუმორი" მათთვის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, მათი იმიჯის დაზიანების საშუალებაა და სხვა არაფერი. ეს „იუმორი" ფული ღირს. ეს „იუმორი" პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ვისაუბრებ მომავალი კვირიდან.
P.S. რასაც ვანო ჯავახიშვილი იუმორს უწოდებს, ის სინამდვილეში ცილისწამება, ტყუილი, ადამიანების აბუჩად აგდება, ღირსების შელახვა, დამცირებაა და ეს დასჯადი დანაშაულია. რეალურად ესაა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ", - წერს ირმა ინაშვილი.