logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი ვანო ჯავახიშვილს: თქვენ უკვე არაფერი გემუქრებათ!
- +

20 ივლისი. 2017. 01:54



„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი იუმორისტ ვანო ჯავახიშვილს სოციალური ქსელში მიმართავს:


„ბატონო ვანო ჩემმა სტატუსმა სავარაუდოდ სამი საქმე გააკეთა სასარგებლო:

 

1.თქვენ უკვე არაფერი გემუქრებათ, რადგან წინასწარი ანალიტიკური პრევენცია მოვახდინე!

 

2.მტერი საქართველოსი ვისაც შესაძლო არეულობა მოეწყო დღეს თუ ხვალ ,გადაიდო!

 

3.ყველაზე სასარგებლო თქვენთვის მომავალში კი ის იქნება, რომ საკუთარ თავზე განიცადე ოჯახის ნერვიულობა და იქნებ აწი მანც გაუფრთხილდე სხვის ოჯახებს!

 

იქნებ შეანელო ცილისწამებები, რითიც უამრავ ადამიანს შეიძლება ახარებდე მაგრამ მეორე მხარეს კი კუბოში აწვენდე! აი ეს ნამდვილად არი გამოსაძიებელი თუ ვინ აფინანსებს ასეთ პირველი შეხედვით უწყინარ მკვლელობებს! 2004 ბოკერია, ოქრუაშვილ, თარგამაძე და რურუამ სწორედ ასე დაგვიწყეს ქილიკი რაზმი მონადირის წევრებს როგორც თქვენ დაქირავებულმა იუმორისტმა უკვე რამდენი ხანია ფულის გამო გვაქილიკებ ადამიანებს რომლებიც საკუთარ ძმებს წლების განმავლობაში სანგრებიდან ორად გახლეჩილი ამოგვყავდა და ისევ ვაგრძელებდით სამშობლოს დაცვას სანამ ჩვენმა მტრებმა რუსეთმა და სოროსმა არ მოილაპარაკეს ჩვენი განადგურება ისევ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების დახმარებით, მიხეილ სააკაშვილის ბანდა და „რუსთავი 2" მყავს მხედველობაში! შეურაცხყოფით დაიწყეს ჩვენს დაღუპულებს მკვდარი თხუნელები უწოდა გივიმ თარგამაძემ და ბოკერიამ ოქრუაშვილთან ერთად. მაშინ მხოლოდ მე მივხვდი, რომ მოღალატეები იყვნენ მაგრამ დღეს მთელმა ქვეყანამ იცის! ქვეყანას არავის არ ავარევინებთ პატრიოტები ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს! დიდება ღმერთს!!!" - წერს კვიციანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner