For.ge-ს ინფორმაციით, გიორგი კვერენჩილაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტი კონკრეტული მიზეზით დატოვა. გამოცემის თქმით, მას პირველკაცობა სურს, მაგრამ არა თსუ-ში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოში.
„მოგეხსენებათ, გიორგი პაპუაშვილს ვადა გაუვიდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს. იმის გამო, რომ პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" დანიშნული და ამ გუნდის წევრი იყო, აღნიშნული სასამართლო პარტიულ კანტორად იყო ქცეული და ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება მათ არანაირად არ სურთ. ის, რომ პრეზიდენტს თბილი ურთიერთობა მმართველი გუნდის ნაცვლად, ყოფილი ხელისუფლების წევრებთან აქვს, ცხადია და შესაბამისად, ურიგო არ იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში თავისი კაცი ეყოლება. უფრო კონკრეტულად კი, ერთობლივად ეყოლებათ. ეს საკითხი დღის წესრიგში ოფიციალურად არ დამდგარა, მაგრამ კულუარებში კვერენჩილაძის კანდიდატურას აქტიურად ამზადებენ და ხმამაღლა მალე გამოაცხადებენ", - წერს for.ge