logo_geo
eng_logo
ასმათ ტყაბლაძე: საწყალი ქალები, ქუჩაში ვაშლს რომ ყიდიან, მათი დამცავი აქცია როდესმე ჩატარდა?!
- +

20 ივლისი. 2017. 02:01



მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „ქალთა მარშის" შესახებ ისაუბრა:


„მე ვერცერთ სიტუაციაში ვერ ვეგუები ვერანაირ ძალადობას, ვერც ოჯახში და ვერც გარეთ. მესმის ამ "ქალთა მარში"-ს მოწყობის მიზეზი, რამოდენიმე დღის წინ განვითარებულ კონკრეტულ შემთხვევას შეეხება. მაგრამ მაინტერესებს, ქუჩაში რომ სხედან საწყალი ქალები, ზოგი ვაშლს ყიდის და ზოგი რას. ზოგი საზღვარგარეთ არის გასული, ოჯახი რომ არჩინოს და ა.შ. იმათი დამცავი აქცია როდესმე ჩატარდა? ვინმეს როდესმე გაუჩნდა სურვილი, რომ მათი უფლებები დაეცვა?  თუ სადმე რამე პრობლემა იყო, მე სულ გამოვდიოდი ნებისმიერ აქციაზე, ყველანაირი დაფინანსების და ფულის გარეშე. ახლა კი მაინტერესებს, ვინ აფინანსებს ამ აქციების მომწყობ არასამთავროებს და რეალურად რას ხმარდება ეს თანხები. სადღაც ქმარი ცოლს რომ ცუდად ექცევა, დღევანდელი აქციით გაჩერდება? ამიტომ კანონი უნდა იყოს მოძალადეთა წინააღმდეგ მკაცრი!" - აცხადებს ასმათ ტყაბლაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner