logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... სად გვყავს გადასაყრელი შვილები!
- +

20 ივლისი. 2017. 02:04


 

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში თათია დოლიძის შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


„ადამიანებო, კარგით რა, დავამთავროთ ლანძღვა -გინება -ბილწსიტყვაობა, რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას?!

 

შეეშალა ბავშვს, გეთანხმებით, მაგრამ რას ავყევით ამხელა ხალხი, მით უმეტეს, ისეთები, რომლებმაც გამოვიარეთ 9 აპრილი, თბილისის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ძმათაშორისი სისხლისმღვრელი კონფლიქტები?! პროვოკაციას აყოლილებმა ვესროლეთ ერთმანეთს, რომ აღარაფერი ვთქვა რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულ, დაინვალიდებულ უამრავ მეგობარზე.. ჩვენც თათიასხელები ვიყავით მაშინ და ძალიან ბევრი გვეშლებოდა, არასწორად ვაფასებდით სიტუაციას.. ისე ავირ-დავირიეთ, რომ დღემდე ვერ შევრიგებულვართ...

 

სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები?!

 

თათია დოლიძე ძალიან გამოუცდელი ახალგაზრდაა ჯერ, რა თქმა უნდა, შეეშალა, 10 000 ადამიანს, რუსული პროპაგანდის ნაწილი რომ გვიწოდა... რაც ესმის ამდენი წელია ე.წ . „ნაცანალ-ლიბერასტების" მიერ ოკუპირებული ტელე და მედია სივრცეებიდან, თავს უფლება მისცა და იგივე გაიმეორა... მაგრამ იმედი მაქვს, სამომავლოდ გაიაზრებს და მეორედ აღარ დაემართება ასეთი რამ...

 

მის ახალგაზრდა მეუღლეს მაინც ვცეთ პატივი და გავუფრთხილდეთ ახალგაზრდა კაცს, ვაჟკაცური სიტყვა თქვა , „პოლიტიკური სპეკულაციების თემად ნუ აქციეთ, ნაციონალებმა საკუთარი ცოდვები რეცხეთო!"  ჩვენიანია!

 

თათია დოლიძე ნიჭიერი გოგოა და მალე გაიზრებს, რომ ეპითეტებით, როგორიც არის „ნიჭიერი", „ღირსეული" და სხვა ამგვარი ერმა უნდა შეამკოს და არა თვითონ, საკუთარი თავი... პატარაა ჯერ, ამბიციებს და ამპარტავნებას ვერ აკონტროლებს...

 

მე მჯერა, რომ უნიჭიერესი და ულამაზესი თათია დოლიძე გააცნობიერებს ყველაფერს და მართლაც ღირსეული და სასიქდულო მამულისშვილი გაიზრდება... კიდევ ბევრჯერ ასახელებს თავის სამშობლოს, ისევე როგორც სალომე კორკოტაშვილი!

ნუ გადავკიდებთ ბავშვებს ერთმანეთს, პირიქით, ხელი შევუწყოთ მათ ნიჭიერებას, ტალანტს და ერთად დგომას საქართველოს სასახელოდ...

 

მერე კიდევ, გინდაც ოსური გვარი ჰქონდეს, თუ სამაჩაბლოდან არის წარმოშობით, ქართველი არ არის? მისი სამშობლო ხომ საქართველოა!

 

P.S. აქვე შეგახსენებთ სხვა ეროვნებებთან დაკავშირებითაც... საქართველო მულტიკულტურალური ქვეყანაა საუკუნეებია. ჩვენმა ერმა დაამკვიდრა ისეთი სიტყვათა წყობა, როგორიც არის „ქართველი ებრაელი", „ქართველი სომეხი" და ა.შ. შესაბამისად, მიიღო თავის წიაღში ყველა, ვინც საქართველო სამშობლოდ გაიხადა... სწორედ ამიტომაც „ქართული მარში" ყველას მარშია, ვინც სთვლის , რომ საქართველო მისი სამშობლოა...

 

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.. გემუდარებით, სად გვყავს გადასაყრელი შვილები", - წერს მანჩო გიორგობიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner