logo_geo
eng_logo
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა
- +

20 ივლისი. 2017. 10:34



შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული შანი დ., 1990 წელს დაბადებული მოჰამმად ბ., 1986 წელს დაბადებული ნაჯმულ ნ. და 1982 წელს დაბადებული მოჰამედ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner