ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„სენატორი ჯონ მაკკეინი ყოველთვის იყო მებრძოლი. მე და მელანია ჩვენი აზრებითა და ლოცვებით სენატორ მაკკეინთან და მის ოჯახთან ერთად ვართ. მალე გამოჯანმრთელდი", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.