logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული
- +

20 ივლისი. 2017. 11:20



ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ქართულ მარშთან" დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. ქართული მარშის" და მისი შედეგების გამო. მე სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.

 

რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა, თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ.

 

ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ამგვარმა ქმედებებმა", - წერს მიხეილ ჯანელიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner