ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა მცხეთასთან პრემიერის კორტეჟმა ჩამიქროლა... 3 მანქანა იყო... გამახსენდა 1998 წელი, პატარა ბიჭი ვიყავი, ათენში რაღაც დიდი ევროპული შეკრება იყო და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მანქანები ჩვეულებრივად იდგნენ და მოძრაობდნენ საცობებში, არანაირი პოლიციელი ბაიკერების თანხლება, არანაირი გზების გადაკეტვა და ფათიფუთი, ვიღაც ოფიციალურმა პირებმა ჩაიარეს და ჩემს გარდა არც არავის მიუქცევია ყურადღება. შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში რომ არ გდომოდა, მაინც გაიგებდი პრეზიდენტის გავლას, ნახევარი ქალაქი კოლაფსში ვარდებოდა, ხშირად შსს და თავდაცვის მინისტების ჩავლის დროსაც... ჰოდა, კარგია, რომ მაშინდელი რეალობა დღეს ქაჯობად ითვლება. დღეს ქაჯობაა დეპუტატების, მინისტრების, გამგებლების და სამღვდელოების ჯიპების მარიაჟიც და ძალიან კარგია, რომ მარიაჟი, როგორც იქნა, ქაჯობად აღიქმება ამ ეპატაჟით დაღლილ ქვეყანაში... მოკლედ, დილა მშვიდობის საქართველო", - წერს უძილაური.