logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: კარგია, რომ მარიაჟი, როგორც იქნა, ქაჯობად აღიქმება ამ ეპატაჟით დაღლილ ქვეყანაში...
- +

20 ივლისი. 2017. 11:45


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



ახლა მცხეთასთან პრემიერის კორტეჟმა ჩამიქროლა... 3 მანქანა იყო... გამახსენდა 1998 წელი, პატარა ბიჭი ვიყავი, ათენში რაღაც დიდი ევროპული შეკრება იყო და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მანქანები ჩვეულებრივად იდგნენ და მოძრაობდნენ საცობებში, არანაირი პოლიციელი ბაიკერების თანხლება, არანაირი გზების გადაკეტვა და ფათიფუთი, ვიღაც ოფციალურმა პირებმა ჩაიარეს და ჩემს გარდა არც არავის მიუქცეია ყურადღება. შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში რომ არ გდომოდა, მაინც გაიგებდი პრეზიდენტის გავლას, ნახევარი ქალაქი კოლაფსში ვარდებოდა, ხშირად შსს და თავდაცვის მინისტების ჩავლის დროსაც... ოდა, კარგია, რომ მაშინდელი რეალობა დღეს ქაჯობად ითვლება. დღეს ქაჯობაა დეპუტატების, მინისტრების, მგებლების და სამღვდელოების ჯიპების მარიაჟიც და ძალიან კარგია, რომ მარიაჟი, როგორც იქნა, ქაჯობად აღიქმება ამ ეპატაჟით დაღლილ ქვეყანაში... მოკლედ, დილა მშვიდობის საქართველო", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner