თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, თემურ თათარაშვილის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსმენელის წინაშე მეგობრებთან ერთად წარდგა. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით და სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოეწყო.
საღამო ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის , ქ. თბილისის საკრებულოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.