რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია. მისი თქმით, თუ რუსეთი შეწყვეტს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდებას, მოსკოვს სხვა ქვეყნები ჩაანაცვლებენ.
„ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთი ამ როლიდან გადის, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.