logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ პირად დაცვაზე უარი თქვა
- +

20 ივლისი. 2017. 15:25


შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ პირად დაცვაზე უარი თავად თქვა.


აფგან მუჰთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის ამჟამად აზერბაიჯანშია პატიმრობაში. მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად საზღვრის უკანონო კვეთასა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანაში ედება. მუჰთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ 31 მაისს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


აფგან მუჰთარლის გაუჩინარების ფაქტზე საქართველოს შს სამინისტრომ 30 მაისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner