გთავაზობთ ოქსფორდის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ წერილს, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და ეძღვნება უცნობ ქალბატონს.
„ხალხო, დიდი სიხარული დამატყდა თავს რამდენიმე წუთის წინ, ერთმა საქართველოზე შეყვარებულმა გერმანელმა ბიჭმა, იონას ლიოფლერმა, რომელიც ოქსფორდში ქართულ ენას სწავლობს, გამომიგზავნა ოქსფორდის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი და მის მიერ ტელეფონით გადაღებული ილია ჭავჭავაძის პირადი წერილი უცნობი ქალბატონისადმი (სავარაუდოდ მარჯორი უორდროპისადმი), დათარიღებული 20 მაისით. ... გული გამიჩერდა!" - წერს facebook-ში პოეტი ირმა შიოლაშვილი.