ავტორი მერაბ ხაჩიძე
ვისაც კინოკლასიკა გიყვართ და „ბრონქსის ისტორია" გახსოვთ, ის მომენტი გაიხსენეთ - ბარში შესულ, დაუსჯელობით „აგულავებულ" და აუწერელი, უზრდელი საქციელის ბაიკერებს ძალიან თავაზიანად რომ სთხოვენ ბარიდან გასვლას და მათი უტიფარი პასუხის შემდეგ, ბარის პატრონი კარს რომ შიგნიდან კეტავს და ეუბნება: გქონდათ არჩევანი, შეგეძლოთ წასვლა და უარი თქვით. ახლა, ძალიანაც რომ მოინდომოთ, აღარავინ გაგიშვებთო! (?!) ახლა, იმ ბარში გამომწყვდეული, მანამდე „ვაჟკაცი" ბაიკერების ჩაფსმული სიფათეებიც გაიხსენეთ და ისიც - რაც მერე დამართეს.
ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი ასეთი, დაუსჯელობაში დარწმუნებული მახსოვს და ისიც მახსოვს, როგორ ვერ გაექცნენ საკუთარ განაჩენს. ზოგი კაცმა დასაჯა, ზოგი - დრომ და ზოგიც ღმერთმა! ზოგი მკვდარია და ზოგიც - ცოცხალმკვდარი, მაგრამ უსასჯელოდ არცერთი უტიფარი არ დარჩენილა.(!!!) არასოდეს ვიტყუები. თანაც, ჩემი ხნის კაცს ტყუილიც დაეჯერება და ახლა საქართველო ძალიან გავს სწორედ უტიფარი „ბაიკერებით" სავსე იმ ბარს და გუმანით (აქამდე არც ამას უღალატია) ვგრძნობ, რომ მალე კარიც ჩაიკეტება შიგნიდან.
უტიფრობა კრიმინალში არ გადის და ამიტომ, არც ერთი დაწერილი კანონით არ ისჯება. კრიმინალს სახელი აქვს - „კრიმინალი"! უტიფრობა კი იმდენად არაადამიანური და ამაზრზენი აქტია, რომ „ხამურაპის კანონებიდან" დღემდე - კოდექსშის ვერ მოინახა მისი ადგილი.
ძალინ საინტერესოა, რომ „ბრონქსის ისტორია" ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის გადაღებულია და იქ, უტიფრებს სწორედ კრიმინალები სჯიან - ლინჩის წესით!
თუ დამიჯერებთ, ხომ კარგი! თუ არა და... სიფათები და შარვლები რომ დაგისველდებათ, გვიან იქნება.
არადა, არც მე მინდა მასე, მარა - მასე იქნება!