logo_geo
eng_logo
სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

20 ივლისი. 2017. 20:27



ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი).


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ  ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც  მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა,  უკავშირდებოდა  და გარკვეული თანხის სანაცვლოდ  სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.


სამართალდამცველებმა  ჰ.ქ.  ბრალდებულის სახით  2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner