ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ ადამიანებმა მარში აღმაშენებლის გამზირზე იმიტომ მოაწყვეს, რომ არ ჰყოფნით ვაჟკაცობა და გამბედაობა მივიდნენ საოკუპაციო ხაზთან და იქ გააპროტესტონ!" (თეონა დოლენჯაშვილი. მწერლად-წოდებული)
კაცო! მე ამის დედისოკუპაცია რომ გავაკეთე! ვიდრე რამე ტუტუცურ ნარატივს მოიფიქრებდეთ და მის კულტივირებას დაიწყებდეთ ტელეეთერში, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ ხოლმე არა? სულ ცოტა მაინც! კაცურად, რა დიდი „ვაჟკაცობა" უნდა საოკუპაციო ხაზთან მისვლას და იქ წივილ-კივილს??? ან რა „გამბედაობაა" ამისთვის საჭირო??? დღეში სამჯერ მივიდეთ თუ გინდა, რა პრობლემაა??? ვახ, რა მძიმედ აქვთ საქმე ამ საცოდავებს... თეონა, არადა იყო დრო, ნორმალურად წერდი საგაზეთო წერილებს და არც ლიბერასტობდი დიდად! რატომ იბანძებ თავს??? თუ ძალიან გინდა ხაზი გაუსვა შენს „პატრიოტობას" და ჩვენს „პუტინის შნირობას" რამე უფრო ისეთი, ჭკვიანური, დამაჯერებელი მოიფიქრე რომ სასაცილო და კომიკური მაინც არ იყოს და მასხრად არ აგიგდონ!
გაგანია ომის დროს რომ მიიტანა გიგა ნასარიძემ შუაგულ ვაკეში რუსეთის საელჩოსთან დამტვრეული უნიტაზი, აქაოდა რუსი ჯარისკაცების მიერ გორში გაძარცვულ ბინებს ვაპროტესტებო... აი, მაშინ რატომ არ მოუწოდე მართლა ფრონტის ხაზზე მისულიყო? ახლა საოკუპაციო ხაზთან მისვლა და იქ ლოზუნგების ფრიალი დავიჯერო მართლა „ვაჟკაცობა" გგონია? აუ რა საცოდავები ხართ..." - წერს ბაკურ სვანიძე.