საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გონიოში მაშველებმა 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები ბიჭს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
17 წლის ბიჭი გონიოში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ზღვაში შტორმის დროს ორ მეგობართან ერთად შევიდა. მაშველებმა ორის გადარჩენა შეძლეს, მესამე კი, ტალღებმა გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამაშველო ოპერაციის დროს ორი მაშველი დაშავდა.