logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: 9 აპრილი პირველი ნამდვილი ტრაგედია და ამავე დროს პირველი ნამდვილი გამარჯვება...
- +

9 აპრილი. 2016. 15:31


 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და „facebook"-გვერდზე წერს, რომ 9 აპრილი მისი თაობის პირველი ნამდვილი ტრაგედია და ამავე დროს პირველი ნამდვილი გამარჯვებაა.



იმდღევანდელი და მერე იმღამინდელი ყველა წუთი და წამი მახსოვს... ყველა მახსოვს, ვინც იყო და ვინც არ იყო... მახსოვს, როგორ მივხვდი, რომ გადავრჩი და როგორ გავიგე სხვების დაღუპვის ამბავი... დავდიოდი პანაშვიდებზე, დაკრძალვებზე... გავაცილე ყველა, ვისი მისამართიც გავიგე და მას შემდეგ 27 წელია 8-დან 9 აპრილს ღამე რუსთაველზე გავდივარ და ვდგავარ. მათ სახელზე ვდგავარ და კიდევ იმათ სახელზეც, ვინც მოგვიანებით წავიდნენ ასევე ტრაგიკულად და გმირულად... იმავე მიზნისთვის - საკუთარი სამშობლოს სასახელოდ....

9 აპრილი ჩემი თაობის პირველი ნამდვილი ტრაგედია და ამავე დროს პირველი ნამდვილი გამარჯვებაა..." - წერს მაკა რაზმაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner