ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გადაცემა „ფაბრიკაში" განაცხადა, რომ დღეს თუ კრიმინალი ხდება ამას ღიად ამბობს მედია, რაც არ ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში.
„მე ასე ვფიქრობ, რომ კრიმინოგენული თვალსაზრისით, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ადრე არ ხდებოდა. ადრე ხდებოდა დანაშაული, იმალებოდა და ხმამაღლა არავინ საუბრობდა. კვირაში, რომ მოხდებოდა ათი, მაგალითად ამბობდნენ ერთს. რა შუაშია პოლიცია, როდესაც ნათესავი კლავს ნათესავს?! პოლიციელი არ ეუბნება არავის წადი მამიდაშვილი მოკალი ან ბიძაშვილიო", - განაცხადა ჯღარკავამ.