logo_geo
eng_logo
სუს-ი: აფგან მუხთარლის საქმის გამო, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
- +

21 ივლისი. 2017. 02:03


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა.

 

ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს.

 

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner