სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.