logo_geo
eng_logo
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საპარკე ზონად არ განიხილება – გენგეგმის ჯგუფი
- +

21 ივლისი. 2017. 04:10



თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის ჯგუფი, საბურთალოს რაიონში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას საპარკე ზონად არ განიხილავს. შესაბამისად ეს ტერიტორია გენგეგმის პროექტში საპარკე და საბაღე ობიექტების სიაში არ არის შეტანილი.


როგორც თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს" დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ პორტალ „კვირას" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, იპოდრომი დარჩება რეკრეაციულ ზონად, სადაც ადამიანები მიჩვეულები არიან ვარჯიშს, იქ იმართებოდა რაგბის შეხვედრებიც.


„ვაკის პარკს და იპოდრომს თავიანთი სპეციფიკა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს ტერიტორია საბაღო და საპარკე ობიექტების სიაში არ მიგვითვლია. აქედან გამომდინარე, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში ერთ სულ მოსახლეზე მოდის 3 კვადრატული მეტრამდე მწვანე საფარი. თუმცა, თუ ხუდადოვის ტყეს მივათვლით, მაშინ შეიძლება ეს მაჩვენებელი 7-მდეც ავიდეს. ჩვენ მხოლოდ საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიები დავითვალეთ", - განაცხადა სალუქვაძემ.


​მისივე თქმით, გამწვანების თვალსაზრისით ყველა ქალაქს თავისი სტანდარტები აქვს. მათ შორის, მაგალითად საცხოვრებლიდან 500 მეტრის რადიუსში უნდა იყოს პარკი, ბაღი და სხვა. ამ მონაცემების მიხედვით თუ დაითვლება თბილისის მდგომარეობა, მამუკა სალუქვაძის თქმით, შესაძლოა კიდევ უფრო ცუდი რეზულტატი მივიღოთ.


„საერთოდ გამწვანების წილი ბევრად უფრო მეტია მას შემდეგ, რაც შემოუერთეს გარკვეული ტერიტორიები სატყეო ზონებით. პირველ სამ თვეში, როდესაც კერძო და საერთო საკუთრების ტერიტორიები შევისწავლეთ, აღმოაჩნდა, რომ ხევძმრის ხევი პრაქტიკულად მუნიციპალური საკუთრებაა. პირველივე წინადადება, რაც მერიას შევთავაზეთ იყო ის, რომ მოეწყოს თემქის პარკი, რასაც მერიის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა", - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.


​მისივე თქმით, ამ ტერიტორიას უნდა დაერქვას სახალხო პარკი, რადგან ორი დიდი მიკრორაიონი არტყავს გარშემო და მის გამწვანებაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამაც უნდა მიიღოს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner