ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ზაზა დავითაიას მოწოდება პოლიტპატიმრებს!
23 ივლისს, საღამოს 20 საათზე გიგა ბოკერიას ლიბერასტურ-ფაშისტურმა ხროვამ აღმაშენებლის გამზირზე ქართველთა მარშის კონტრაქცია დააანონსა! ეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დირიჟორობდნენ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მიმდინარე რეპრესიებს, ორგანიზებას უწევდნენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებას და მათ ტანჯვას - კვირას საღამოს უტიფრად აპირებენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო პოზიციების დემონსტრირებას და აღმაშენებლის გამზირზე ჭეშმარიტად სახალხო დემონსტრაციის მიერ გამოხატული მოთხოვნების ბინძურად ჩახშობას!
მოგიწოდებთ, უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, კვირას 23 ივლისს 19 საათზე ჩვენც შევიკრიბოთ აღმაშენებლის გამზირზე - ამ უტიფრების გასამართლების მოთხოვნით!
დროა, საქართველოში სამუდამოდ დასრულდეს ლიბერასტული ფაშიზმის ბინძური ხანა!" - წერს ზაზა დავითაია.