საბერძნეთის კუნძულ კოსზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის" ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.
6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.